პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ 26-27 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას 7 მაისს გააცნობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.
„იმის გამო, რომ 26-27 მაისს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესებას იწვევს და სხვადასხვა მიზეზით ბევრი შეკითხვა ჩნდება, ამ დღესთან დაკავშირებით კოალიციის საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ორშაბათს გავაცნობთ“- აცხადებენ ივანიშვილის პრესსამდივნოში.
„ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის მერიისგან 27 მაისს ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მანიფესტაციის ჩატარების ნებართვა მიიღო. კოლიციამ თბილისის მერიას პირველ მაისს წერილობით მიმართა და 26–27 მაისს თბილისში მანიფესტაციის ჩატარებაზე თანხმობა მოითხოვა.

















