საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის ორი ინიციატივის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა.
ხაჩიძის ერთი კანონპროექტი - ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები“ პენსიების 220 ლარამდე გაზრდას გულისხმობს, ხოლო, მეორე ინიციატივა - ,,უფასო ფულის შესახებ“ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევას ითვალისწინებს.
უმცირესობის წევრმა მთავრობას მოუწოდა, პენსიების გაზრდისთვის გარკვეული საკანონმდებლო მექანიზმები განახორციელოს, რაც უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მათი განცხადებით, პარლამენტმა სულელურ კანონპროექტებზე დრო არ უნდა დახარჯოს.
უმრავლესობის დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ გოგა ხაჩიძეს ტაკიმასხარა უწოდა.
ხაჩიძემ კი ებანოიძეს უპასუხა: ,,პარლამენტში მოვისმინე უმრავლესობის დეპუტატების შეფასება ბიძინა ივანიშვილის გაცემულ დაპირებების შესახებ. ბოდიში, რომ დღეს ბუსუსებიან პრეზერვატივებზე ვერ გელაპარაკებით და ალბათ, მაგიტომ ვარ ტაკიმასხარა“.
სიტყვიერ დაპირისპირებაში უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძეც ჩაერთო, რომელმაც ხაჩიძეს უპასუხა: ,,მაგ ბუსუსებიანი პრეზერვატივი თავზე უნდა წამოგაცვათ. პენსიებსაც გავზრდით და ყველაფერსაც გავაკეთებთ და თქვენ ნუ ბჟუტურობთ ბევრს“.