მოძრაობა „თეთრები“ საზოგადოებას ოპოზიციის ერთიანი მოქმედების პროგრამას 8 მაისს წარუდგენს.
„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, რეალურ ოპოზიციაში ერთმანეთში ქიშპობა უნდა დასრულდეს.
„დროა რეალურ ქმედებაზე გადავიდეთ. ხალხიც ისე დადგება, როგორც საქართველოსთვის რეალურ ბრძოლას ეკადრება“ - განაცხადა შაშიაშვილმა.
როგორც „ნიუსპრესს“ „თეთრებიდან“ აცნობეს, მოძრაობა ივნისში კონგრესს გამართავს, სადაც კიდევ ერთ პროექტს „საქართველო ხვალ“ წარადგენს.
„დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიმეგობროთ საქართველოსთვის. დავამთავროთ საქართველოში „ნაციონალების“ საგიჟეთი“- განაცხადეს „თეთრებში“.

















