ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ქუთაისში პარლამენტის მშენებარე შენობის 60 სანტიმეტრით დაწევას ჭორს უწოდებს.
აღნიშნული განცხადება ბობოხიძემ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმად, ქუთაისში პარლამენტის შენობამ დაახლოებით ნახევარი მეტრით დაიწია.
„შენობამ 60 სანტიმეტრამდე რომ დაიწიოს ის აუცილებლად დაინგრევა“ – აღნიშნა ბობოხიძემ.
მან ჟურნალისტებს ურჩია ჭორებს არ აჰყვნენ და გნაცხადა, რომ წლის ბოლომდე ქუთაისში დეპუტატებისთვის სამუშაო პირობები იქნება შექმნილი.
26 მაისს, ქუთაისში პარლამენტის სიმბოლური სხდომა გაიმართება.

















