ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხონის რაიონის მაჟორიტარობა სურს.
ჟურნალისტებთან საუბარში ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ქუთაისში
მაჟორიტარობას არც ამ მოწვევის პარლამენტში აპირებდა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი გუნდი საპარლამენტო სიის წარდგენამდე დატოვა.
„სურვილი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს კენჭი ვიყარო იმ რაიონში, სადაც დავიბადე და გავიზარდე ანუ ხონში“ - აღნიშნა ბობოხიძემ.
ბობიხიძე 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტში ხონის მაჟორიტარი დეპუტატი ერთხელ უკვე იყო.

















