უფლებამოსილების განხორციელების დროს პარლამენტის წევრს სამხედრო სამსახურში და რეზერვში არ გაიწვევენ. ამას პარლამენტის
რეგლამენტის ახალი პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეს იწყება.
პროექტის თანახმად, უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, პარლამენტის წევრზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში გაწვევის მოთხოვნა არ გავრცელდება.
რეგლამენტის ახალ პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა სპეციალობით მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაითვლება.
პარლამენტის ახალი რეგლამენტი 321 მუხლისაგან შედგება. მასში პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესზე და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზეა საუბარი.

















