უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ონის რაიონის სოფელ სორის მოსახლეობას შეხვდება.
პარლამენტის სპიკერი ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნობა და მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის.
ბაქრაძე გუშინ ამბროლაურის რაიონის სოფლებს ჭრებალოსა და ხვანჭკარას სტუმრობდა.
პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს.

















