საქართველოს პარლამენტის შენობასთან "ლეიბორისტული პარტიის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც "ნიუსპრესს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი არსებულ საარჩევნო კანონმდებლობას და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას აპროტესტებენ.
აქციაზე იმყოფება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელსაც მომიტინგეებმა საკუთარი პრობლემები გააცნეს.

















