მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი დოკუმენტურ ფილმის - "ქალაქში მკვლელიას" ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებას მოითხოვს.
მისივე თქმით, არჩევნების მოგებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ფილმის გავრცელების კუთხით იაქტიუროს.
„ღმერთი არ გვაპატიებს, რომ ეს სიმართლე საქართველოს მოსახლეობას არ გავაცნოთ. ვიწყებთ ამ დიდ პროცესს. სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ უნდა ვიაროთ, რომ ის ხალხს წარვუდგინოთ და მათ ხელისუფლებაში მყოფი მკვლელების შესახებ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“ - აცხადებს შაშიაშვილი.
ამასთან, იგი დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების საწინააღმდეგო ფილმის გადაღებას გმირობის ტოლფას ქმედებად აფასებს.
დოკუმენტური ფილმის - "ქალაქში მკვლელია" იდეის ავტორი მოძრაობა "სამოქალაქო ფრონტის" წევრი ჯაბა ჯიშკარიანია. ფილმში 2006 წლის 2 მაისს სამართალდამცავების მიერ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზეა საუბარი, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ.

















