საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ისთვის დემონსტრაციები, როგორც
სოციალური პროტესტის ფორმა მისაღებია, ხოლო 51%-ისთვის - არა.
კითხვაზე - „სოციალური პროტესტის რომელი ფორმაა თქვენთვის მისაღები“ - კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა - ხელმოწერების შეგროვება პეტიციებისთვის - 42%-სთვის მისაღებია, 51%-სთვის - არა; სანქცირებული დემონსტრაციები 38%-ისთვის მისაღებია, 57%-ისთვის - არა, 6%-მა პასუხი არ იცის; გაფიცვა - 32%-ისთვის მისაღებია, 62%-ისთვის - არა, 6%-მა პასუხი არ იცის;
სოციალური პროტესტის ფორმად გამოკითხულთა 19% ბოიკოტს უჭერს მხარს, 75% - არა, ხოლო 6%-მა პასუხი არ იცის; უნებართვო დემონსტრაციები მისაღებია 8%-ისთვის, მიუღებელი - 87%-ისთვის, ხოლო 5%-მა პასუხი არ იცის; გაფიცვები მისაღებია - 8%-სთვის, მიუღებელი - 87%-სთვის, ხოლო პასუხი არ იცის - 5%-მა; სირცხვილის კორიდორი მისაღებია - 7%-სთვის, 86%-სთვის მიუღებელია, ხოლო 7%-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის; ქუჩების გადაკეტვას 4% ემხრობა, 92% მას არასწორად მიიჩნევს, ხოლო 4%-მა შეკითხვას არ უპასუხა; რკინიგზის გადაკეტვა მისაღებია 3%-სთვის, წინააღმდეგია - 93%, ხოლო პასუხი არ აქვს - 4%-ს; შენობების პიკეტირება დასაშვებია - 3%-სთვის, წინააღმდეგია - 92%, კითხვაზე პასუხი არ აქვს - 4%-ს; აეროპორტების გადაკეტვა დასაშვებია - 3%-სთვის, წინააღმდეგია - 93%, ხოლო 4%-ს საბოლოო პასუხი არ აქვს.
კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათას 6 მოქალაქე.

















