ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს ჩერქეზების გენოციდის აღიარებისთვის მადლიერების სიგელი გადასცეს.
"საერთაშორისო ჩერქეზული საბჭოს" სახელით, ედი იაგალიმ მადლიერების სიგელით პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურს გადასცა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქართველო პირველია მსოფლიოში, ვინც ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა.
"დღეს ამ სიგელით, ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატესს მადლიერება ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ. საქართველო პირველია მსოფლიოში, ვინც ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლაც ვხდებით რეგიონსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ლიდერი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზი ხალხის გენოციდი დაახლოებით ერთი წლის წინ აღიარა.

















