"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა სტუდენტთა უფლებების დაცვის საკითხზე დაგეგმილ აქციებს უერთდება,
- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესო დანელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციების მიზანი, იმ სტუდენტთა უფლებების დაცვაა, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ.
"დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ცნობით, დღეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 10 000-მდე ახალგაზრდას სტუდენტის უფლება აქვს შეჩერებული. აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად სტუდენტების უფლებების დასაცავად აქციებს გამართავს.
საპროტესტო აქციების დაწყების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ახალგაზრდების განცხადებით, პროტესტის ფორმა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ნორმებს არ გასცდება.

















