ევროპარლამენტის წევრი ნორიკა ნიკოლაი და ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი რენალდ ვაისბროდესი პოლიტიკური
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ძირითადად მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას შეეხო.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ნორიკა ნიკოლაი საარჩევნოდ საქართველოში ევროპარლამენტის მისიის წევრი იქნება.
შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

















