საქართველოს პრეზიდენტის #113-ე განკარგულებით, საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
პრეზიდენტის განკარგულება "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა."შეწყდეს "საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ" ოქმის მოქმედება", _ აღნიშნულია განკარგულებაში.
საქართველომ და ტუვალუმ დიპლომატიური ურთიერთობა 2011 წლის 4 თებერვალს დაამყარეს. 2011 წლის სექტემბერში კი ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

















