ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, ჩაერთოს ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკაში, როგორც ქართული სახელმწიფოს,
ისე მთლიანად რეგიონის თანამეგობრობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იქნება, - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
კახა კუკავას პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ და ცალსახად გაემიჯნოს ამ ავანტიურას. "აქვე ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნების სამხედრო საჭიროებისათვის, საზოგადოების მწვავე რეაქციას გამოიწვევს. საჭიროების შემთხვევაში ამ ავანტურას ყველა საშუალებით წინ აღვუდგებით", - აცხადებენ "თავისუფალ საქართველოში".
პარტიაში აცხადებენ, რომ ირანს, ისრაელსა და აშშ-ს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება. არაოფიციალურ დონეზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო ძალებმა შესაძლოა საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ. "ამ ფონზე საქართველოს მთავრობის რამოდენიმე წევრმა შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ხელმძღვანელობა ანტიირანულ სანქციებთან მიერთებას არ გამორიცხავას",-აცხდებენ "თავისუფალ საქართველოში".

















