ვარდების რევოლუციის მოედანზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია ინციდენტით დაიწყო.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალექსანდრე
შალამბერიძესა და ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ალანიას განცხადებით, შალამბერიძეს აქციაზე დასწრების უფლება არ აქვს, რადგან მას, დეპუტატობის დროს, პროფკავშირების მიერ ინიცირებული არცერთი კანონპროექტისთვის არ დაუჭერია მხარი.
შალამბერიძის თქმით, ამ ღონისძიებაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოწვევით მივიდა და არავის ჰკითხავს - რომელ აქციაზე მივიდეს და რომელზე არა.
დასაქმებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედანზე, პროფესიული გაერთიანების კავშირის ორგანიზებით აქცია დაიწყო. აქციას სოციალ-დემოკრატიული პარტია შეუერთდა. მისი მონაწილეები პარლამენტის შენობამდე ფეხით მსვლელობას გეგმავენ.

















