პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ცენტრალური აპარატის უფროსმა ლადო ბულბულაშვილმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პრიორიტეტების განაწილება არამართებულია, რადგან 675 მლნ-დან პერსონალის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე მხოლოდ 7.800 მლნ ლარია იხარჯება.
ბულბულაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებაზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში კოლოსალური თანხებია გაწერილი, ახალწვეულებს პირველადი მოხმარების საგნების შეძენა თავად უწევთ.
„ნაწილში გამოცხადებამდე მათ თავად უნდა იყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები. პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს ჯარისკაცის ეკიპირებაზე და სამშობლოს დასაცავად სამხედრო სამსახურში ჩადგომა ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებით ხარჯებს არ უნდა იწვევდეს“- აღნიშნა ბულბულაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 10%-ს - 675 მლნ ლარს შეადგენს.

















