პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე ისაუბრეს „ქრისტიან-დემოკრატებმა" და NDI-ის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა აუცილებელია იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მეტი გავლენა მოხდეს.
"პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია იმისთვის, რომ მოვახდინოთ ისეთი საკითხების წინ წამოწევა და ლობირება როგორიცაა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოციალური საკითხები“ – აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.
კონფერენცია-სემინარი, რომელიც სასტუმრო „ციტადინში“ იმართება, ხვალ დასრულება.

















