„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია თბილისში ვიზიტით მყოფ ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ლეიბორისტული პარტიიდან“ აცნობეს, ძაგანიამ ანდრიუს კუბილიუსს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირის მონაწილეობით საარჩევნო დავების განხილვისა და უკვე დალუქული საარჩევნო ბიულეტენების ხელახალ გადათვლაზე „ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნა გააცნო.
„ლიტვას როგორც ევროკავშირის ავტორიტეტულ წევრ სახელმწიფოსა და მომავალ თავმჯდომარეს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ პროცესში“- აცხადებენ პარტიაში.

















