საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლიბის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრესსპიკერის თქმით, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ლიტვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი და მხარდამჭერია.
„ურთიერთობა საქართველოსა და ლიტვას შორის ტრადიციული და განსაკუთრებით მეგობრულია. შეხვედრაზე საუბარი სწორედ ამ კონტექსტში წარიმართა“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სტუმარი მიიღეს პრეზიდენტმა, პარლამენტის სპიკერმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიტვის დელეგაცია ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.

















