პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ვალდებულია შემოწირულობების სახით მიღებული თანხები უკან დააბრუნოს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, მას შემდეგ რაც კონტროლის პალატამ პარტიის ექვსი შემომწირავი საერთო თანხით - 560 000 ლარით დააჯარიმა, დღეს უკვე პარტია დაავალდებულა შემოწირული თანხები უკან დააბრუნოს.
პარტია „განახლებული საქართველოსთვის” კონტროლის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ პოზიციას დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დააფიქსირებს.
კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიის „განახლებული საქართველოსთვის“ ექვსი წევრი 27 აპრილს 560 000 ლარით დააჯარიმა.

















