საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ორთვინ ჰენიგს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოში გერმანიის ელჩის ვიზიტის საკითხი განიხილეს.
ასევე, ისაუბრეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლისა და მექანიზმების მომდევნო შეხვედრებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

















