მომავალ პარლამენტში მხოლოდ ერთი ტრიბუნა იქნება. პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად, პრეზიდიუმის წინ, გამომსვლელთათვის
ერთ ტრიბუნას მოაწყობენ.
რეგლამენტში დეპუტატთა ჩაცმულობაზეც არის ყურადღება გამახვილებული. მასში აღნიშნულია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი
უნდა იყოს.
პროექტის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია.
„პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. გადაწყვეტილებას პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ პლენარული სხდომების კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე იღებს, ხოლო რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის დროს – საქართველოს პრეზიდენტი“ – ნათქვამია ახალი რეგლამენტის პროექტში.
აღნიშნული პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მომავალ სასესიო კვირაში დაიწყება.

















