პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს, მარტვილში თავის მორიგ ოფისს გახსნის.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მარტვილის ოფისს კობა დარჯანია უხელმძღვანელებს. ოფისი
გეგიას ქუჩაზე # 2-ში განთავსდება.
გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაგეგმილი 83 ოფისიდან გასახსნელი 18 დარჩა.
„რაიონული ოფისების დაფუძნების პროცესი მალე დასრულდება და „ქართული ოცნების“ ბიუროები უკვე ყველგან იფუნქციონირებს. ეს ოფისები იქნება მომავალი ხელისუფლების სტრუქტურული ჩანასახი“- განაცხადა ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.

















