logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გრიგოლ ვაშაძე - მედვედევმა რუსეთის პრეზიდენტობაზე კასტინგი ვერ გაიარა
გრიგოლ ვაშაძე - მედვედევმა რუსეთის პრეზიდენტობაზე კასტინგი ვერ გაიარა
18:54 30.04.2012
რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ ხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის პრეზიდენტობაზე კასტინგი ვერ გაიარა და ახლა პრემიერ-მინისტრობის კასტინგის გავლა სურს.  ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მედვედევის მიერ, რამდენიმ დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მას ჰგონია, რომ ეს პროცესიც ისეთივე „წარმატებით“ დასრულდება, როგორც მისი მცდელობა ეთამაშა რუსეთის პრეზიდენტის როლი. მისივე თქმით, მედვედევის მიერ გატარებული ყველა რეფორმა წარუმატებელი აღმოჩნდა.
„მისი ე.წ. პრეზიდენტობის დროს რა სფეროსაც უნდა გადაავლოთ თვალი იქნება ეს ჯანდაცვის, არმიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა - სრული კატასტროფაა“- განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის სიყვარულს, მინისტრის განმარტებით, ეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფალთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში გამოჩნდა.
„მათ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ. ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად არის ქცეული. ამ ლტოლვილების ბოლო ტალღა კი, 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ, როდესაც მედვედევი რუსეთის ფედერაციას სათავეში ედგა“ -აღნიშნა ვაშაძემ.
მედვედევმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფალი ეყოლება და რუსეთი მასთან ითანამშრომლებს.
„დარწმუნებული ვარ მთელ ჩვენს ხალხს არანაირი ანტიპათია არ აქვს საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ახლობელი და ძვირფასი ხალხია ჩვენთვის. სხვათაშორის, საქართველოში ცალკეული პოლიტიკანების განცხადებების მიუხედავად, ჩვენ არაერთხელ გადაგვირჩენია ის. სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. ის ადრე თუ გვიან წავა საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან“ - განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოში ნებისმიერ ახალ ლიდერთან თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა