პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. ძიუდოისტების
წარმატების შესახებ განცხადება ბაქრაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო გამარჯვებას მიეჩვია, რადგან ქვეყანა ბევრი მიმართულებით აღწევს წარმატებას.
„სპორტში წარმატებები ცვლილებებმა და ვარჯიშების გაუმჯობესებამ გამოიწვია. ჩვენს სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადაზე საკუთარი სახელისა და ქვეყნის სასახელოდ გამარჯვებას ვუსურვებ“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში 27–29 აპრილს გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

















