logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სახალხო კრებამ“ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა
„სახალხო კრებამ“ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა
14:32 30.04.2012
„სახალხო კრებამ“ 26 მაისს ფილარმონიაში დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ დღეს  სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სახალხო კრება“, რომელიც შეიქმნა ჩვენი სამშობლოს, ეროვნული ფასეულობების და დემოკრატიის გადასარჩენად, დაარსების დღიდანვე გახდა დარტყმის მთავარი ობიექტი. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლის, რეპრესიების, ტერორისა და ცილისწამების მიუხედავად, 2011 წლის 21 მაისს 30 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე თავისი კონსტიტუციური უფლებების დაბრუნების მოთხოვნით, იმავდროულად უპრეცედენტო მანიფესტაცია გაიმართა ბათუმში, რომელშიც ექვსიათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად გამეფებული იყო ნიჰილიზმი და უიმედობა, 2011 წლის 21 მაისს „სახალხო კრებამ“ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ქვეყანაში არსებულ რეჟიმს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ეროვნული და დემოკრატიული ფასეულობა, დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები, გააღატაკა მოსახლეობა, ღირსება შეულახა საკუთარ მოქალაქეებს და დაამყარა ქვეყანაში ნეობოლშევიკური რეჟიმი.
ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის კანონიერ და მშვიდობიან პროტესტს, 2011 წლის 26 მაისს, სამაგალითო სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციით უპასუხა, რომლის დროსაც ოფიციალური მონაცემებით გარდაიცვალა 4 ადამიანი, სასტიკად იქნა ნაცემი 2500-ზე მეტი მომიტინგე, ასობით ადამიანი მძიმედ იქნა დაშავებული, დაკავებულ იქნა 1500-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო 300-მდე ადამიანი 26 მაისის შემდეგ, სრულიად უკანონოდ იხდიდა ადმინისტრაციულ სასჯელს, 42 ადამიანის წინააღმდეგ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ეს ადამიანები დღემდე სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრები არიან.
26 მაისის დილიდან მოყოლებული ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიეჩქმალა 26 მაისის ტრაგედია, გაეუფასურებინა მისი მასშტაბი და მნიშვნელობა, მოქალაქეებს არ გაეგოთ სიმართლე.
სამწუხაროდ „სახალხო კრების“ წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლაში ხელისუფლება მარტო არ იყო.
წელს, „სახალხო კრებას“ დაგეგმილი ჰქონდა ხალხმრავალი ღონისძიებები ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად და ამის შესახებ აღმასრულებელი საბჭოს მიერ ოფიციალურად არაერთხელ იქნა გაცხადებული. მას შემდეგ რაც, ჩვენთვის მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა 26-27 მაისს მომხრეთა შეკრება სტადიონზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გავაუქმოთ 26 მაისს 14:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ღონისძიება.
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია კრების პრინციპით - არასოდეს გახდეს ოპოზიციაში დაპირისპირების ინიციატორი.
„სახალხო კრებას“ არასოდეს არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პროცესისათვის ხელი არ შეუშლია. ახლაც, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციაში დაქსაქსულობა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში შედის ვთვლით, რომ ოპოზიციური ძალების მიერ 26 მაისს, იმ დღეს რომელიც ქართველი ხალხის და ოპოზიციური ძალების სოლიდარობის დღედ ახლა მაინც უნდა ქცეულიყო, ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების პარალელურ რეჟიმში გამართვა საზოგადოებაში დაბნეულობასა და უხერხულობას გამოიწვევს და არსებული რეჟიმის წისქვილზე დაასხამს წყალს. აქედან გამომდინარე, „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გდაწყვეტილება, რომ 2012 წლის 21 მაისს შეზღუდულ ფორმატში აღნიშნავს შეუპოვარი ბრძოლის ერთი წლის თავს, ხოლო 2012 წლის 26 მაისს დილით გადაიხდის პარაკლისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად“- ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა