საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 4 მაისს
განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
მანამდე კი, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 1 მაისს ზუგდიდსა და ბათუმში მოსახლეობას შეხვდება და იმ ცვლილებებს გააცნობს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას შეეხება.
2 მაისს კომისია ახალციხეში გამართავს მოსახლეობასთან შეხვედრას, რის შემდეგაც შემაჯამებელი სხდომა თბილისში გაიმართება.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სესიაზე განხილვას მომავალ სესესიო კვირაში დაიწყებს.

















