საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოციწლისთავი წელს ერთდროულად აღინიშნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
მიმდინარე კვირას კალანდაძის ოფიციალური ვიზიტები ვენაში, ბერლინსა და ბრიუსელში იგეგმება.
სამივე ქვეყანაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, რაც ნატო-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას უკავშირდება, მას პარტნიორი ქვეყნების უშუალო მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება.
გერმანიაში კალანდაძე შეხვდება გერმანიის ფედერალური სამსახურის სახელმწიფო მინისტრს და ბუნდესტაგის „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქციის საგარეო საქმეთა სპიკერს.
„ჩვენი მიზანია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით უახლესი მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციის მიწოდება“ - განაცხდა კალანდაძემ.

















