საქართველოში 2-4 მაისს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩამოვა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დელაგაციის ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებია დაგეგმილი.
„ვცდილობთ ესპანეთთან ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობები გვქონდეს, მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობებიც გაღრმავდეს. სწორედ ამ მიზნებით იგეგმება აღნიშნული ვიზიტი“ - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

















