საქართველოს მთავრობის კანცელარიას და ლიტვის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დღეს ურთიერთგაგების
მემორანდუმი გააფორმდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს შორის სახელმწიფო კანცელარიში პირისპირი შეხვედრა გაიმართა.
ორი ქვეყნის მთავრობათა მეთაურების შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და ლიტვის დელეგაციის წევრებს შორის გაფართოებული შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ლიტვის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ორდღიანი ვიზიტით თბილისს გვიან ღამით ესტუმრა.
სტუმრებს მიიღებენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. გაიმართება შეხვედრები რეგიონებში გუბერნატორებთან.
დელეგაცია ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

















