„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი უკვე ძალაშია.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 1 აპრილს ხელმოწერილი საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი“ ძალაში შევიდა.
ოქმის დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უნდა აცნობოს და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

















