საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ესტუმრა. ის ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი
თვითთმმართველობის კომიტეტის წევრთა დელეგაციას ხელმძღვანელობს.
დელეგაცია ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, გუბერნატორებსა და სტუდენტებს შეხვდებიან.
ისინი რეგიონებში გამგზავრებას გეგმავენ. ბორჯომში მონუმენტის გახსნა იგეგმება.
ორ ქვეყანას შორის მომავალში კონკრეტული პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

















