თბილისს დღეს ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძესთან. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება საქართველოში ლიტვის ელჩის რეზიდენციაში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ოფისში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან.
ვიზიტის ბოლოს ლიტვის სეიმის დელეგაცია გორს ეწვევა და შიდა ქართლის გუბერნატორს შეხვდება.

















