თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ზაზა გაბუნია ლონდონის მერის ბორის ჯონსონის მიწვევით, ლონდონის მერის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს.
გაბუნია ლონდონში პარტიის საერთაშორისო მდივანთან გიორგი რუხაძესთან და პროექტების მენეჯერთან ნუცა შალვაძესთან ერთად იმყოფება.
“ბოლო ხანებში განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ბრიტანელ კონსერვატორებთან. გვაქვს მჭიდრო, საქმიანი და პროდუქტიული ურთიერთობა. ამის გამოხატულება გახლავთ ისიც, რომ ჩვენ ლონდონის მერის მიწვევით მონაწილეობას ვიღებთ ბორის ჯონსონის საარჩევნო კამპანიაში“- აღნიშნა გაბუნიამ.
ლონდონის მერის არჩევნები 3 მაისს გაიმართება. მთავარ კონკურენტებად კონსერვატორების კანდიდატი და მოქმედი მერი ბორის ჯონსონი და ლეიბორისტების კანდიდატი კენი ლივინგსტონი სახელდებიან.

















