საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა დღეს გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები ესწრებოდნენ.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
შიდა ქართლში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების საკანალიზაციო ქსელის მოწყობა–რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება.

















