„ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებში“ რეორგანიზაციის შედეგად, დევნილთა კომიტეტს სტრუქტურული დატვირთვა შეეცვალა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქრისტიან –დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, დევნილთა კომიტეტის ახალი სტრუქტურული ერთეული კონფლიქტების დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდა.
მათივე თქმით, დეპარტამენტის მთავარი მიზანი აფხაზურ-ქართული და ქართულ-ოსური ახალგაზრდული ურთიერთობების დამყარება და განვითარება, საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილი ახალგარდობის პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა, დევნილი ახალგაზრდობისთვის იურიდიული კონსულტაცია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მაქსიმალური ინფორმირება და სხვა საკითხების მოგვარებაა.
„ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატების“ განცხადებით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ისინი არა ერთ ღონისძიებას გამართავენ.

















