პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებში 26-27 მაისს ხალხმრავალ აქციას გამართავს.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვმაი.
„კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და თბილისის მერიას წერილობით მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიების ადგილისა და დროის თაობაზე უახლოეს დღეებში გაცნობებთ“ - ნათქვამია განცხადებაში.

















