პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე განმარტავს, რომ სავალდებულო რეზერვის მზადების პროცესი არ შეჩერებულა და ის შეცდომები, რომლებიც ომის დროს საკმაოდ მრავლად გამოვლინდა გათვალისწინებულია.
კომიტეტების სხდომის დაწყებამდე გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დროს მიღებული გამოცდილება უკვე მიმდინარე რეზერვის მომზადებისას იქნა გათვალისწინებული.
„საომარი გამოცდილების არგათვალისწინებას, ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ სისულელე იქნებოდა. საერთოდ, რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება ერთჯერადი ვერ იქნება, გამოცდილება გვაჩვენებს კიდევ რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო” - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
დღეს პარლამენტის 7 კომიტეტი „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციას“ გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავს.

















