საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს მკაფიო უწოდა.
„ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კონკრეტულ მომენტში საქართველოს ინტერესს ემსახურება, საქართველოსთვის სამსახურის გაწევის საშუალება მიეცემა. სანაკოევი მაშინ საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა, რათა ოსებისთვის დაგვენახებინა, რომ მშვიდობიანი და განვითარებული სახელმწიფო ვართ“ - განაცხადა მინაშვილმა.
პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: „ვოვა სანაკოევმა, რომ გადაწყვიტოს და თავის საქმიანობას დაუბრუნდეს, მას ამის საშუალება მიეცემა“.
მინისტრის თქმით, სანაკოევი გარკვეულ ეტაპზე დადებით როლს ასრულებდა და აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს.

















