logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საკითხზე კვლევა ჩატარდა
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საკითხზე კვლევა ჩატარდა
16:09 27.04.2012
„ლიბერალური აკადემია-თბილისი“ საქართველოს ევროკავშირთან გასულ წელს გაფორმებული „ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულების“ ეფექტური იმპლიმენტაციის მიზნით, რეკომენდაციებს აძლევს.

ერთწლიანი კვლევის ანგარიში - “ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უზივო მიმოსვლის პერსპექტივები“ ორგანიზაციამ საზოგადოებას დღეს გააცნო.

როგორც „ლიბერალური აკადემია-თბილისის“ დირექტორმა ქეთევან ციხელშვილმა განაცხადა, კვლევის მიზანი იყო იმ პროგრესის, ასევე პრობლემების გამოკვეთა, რომელიც ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ გამოიკვეთა.

მისივე თქმით, ვიზის ფასილიტაციის შეთანხმება რამდენიმე ძირითად ასპექტს ითვალისწინებს - ევროკავშირის ქვეყანაში გამგზავრების დამადასტრურებელი დოკუმენტების გამარტივება, სავიზო განაცხადის განხილვის ვადის შემცირება, სავიზო მოსაკრებლის შემცირება, გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმება და სხვა.

მიუხედავად ამისა, როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც ამ შეთანხმების იმპლიმენტაციას ართულებს.

„მართალია, გამგზავრებისთვის მხოლოდ ერთი დოკუმენტია საჭირო, მაგრამ დამატებითი დოკუმენტების ნუსხა არ არის ჰარმონიზებული. ყველა საკონსულოს თავისი ნუსხა აქვს, რომელიც საკმაოდ ფართოა. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ინფორმაცია ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ სატელეფონო საუბრის, ადგილზე მისვლის და ან ვებ-გვერდის ნახვისას “-აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ამასთან, სავიზო განაცხადების ვადა შემცირდა, მაგრამ მოქალქეებს დიდხანს უწევთ ლოდინი აპლიკაციის შეტანამდე.

„გამოწვევად რჩება ისიც, რომ საელჩოებსა და საკონსულოებში მოქალაქეთა მოსაცდელები მოწესრუგებული უნდა იყოს. ამასთან, მომსახურების ენა უნდა იყოს ქართული, მათ შორის, დოკუმენტების შევსებისას. ჩვენთან ასე არ ხდება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული“ - განამარტავს ციხელაშვილი.

„ლიბერალური აკადემია-საქართველოს“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემებმა, შესაძლოა, საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს ხელი შეუშალოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა