წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პლაკატების განთავსების წესები კანონით რეგულირდება. კანონს თავად ხელისუფლება არღვევს. ის ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებით ცდილობს მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა წინასაარჩევნო საკითხების განსახილველად „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე შეხვედრისას განუცხადა.
„სააგიტაციო მასალის შესახებ წესები უკვე არსებობს, თუმცა, მათ თავად ხელისუფლება არღვევს. მათი მოქმედება იმ ანდაზას ჰგავს მგლის თავზე სახარებას, რომ კითხულობდენ, ის კი ამბობდა ცხვარი გორას მიეფარაო“ - განაცხადა დავითაშვილმა.
ის დადებითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააგიტაციო მასალის თაობაზე შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხში გამოვლენილი დარღვევები, ამჯერად საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა.
შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

















