საქართველო ნატო-ს წევრი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ს კონგრესში ნატო-სა და ევროპული საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.
კონგრესის ქვედა პალატის წევრებმა, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ხაზი იმ ფაქტს გაუსვეს, რომ საქართველოს, მაკედონიის და ნატო-ს წევრობის მსურველი სხვა ქვეყნებისთვის ალიანსის კარი მალე უნდა გაიღოს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს წევრობაზე უარის თქმა იმის გამო, რომ მისი ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არ შეიძლება, რადგან ეს მოსკოვისთვის ალიანსის გაფართოებაზე ვეტოს უფლების ტოლფასი იქნება.
„რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს. შეერთებული შტატები და ნატო მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას. ჩვენს შორის უმაღლესი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ამ დროის მანძილზე კარგად წარმოვაჩინეთ“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ.

















