შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მშიშარა ჩინოვნიკის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში არ არის.
პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მებრძოლებთან ერთად, 2008 წელს საქართველო-რუსეთს შორის საომარ ოპერაციებში მთავრობის ყველა წევრი ჩართული იყო.
“ეს იყო ჩვენი ომი, საქართველოს ომი. ნებისმიერი მოღალატე პასუხს აგებს, მშიშარა პასუხს ვერ აგებს, მაგრამ ის ვერ იქნება ჩვენი ერთიანი გუნდის წევრი” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

















