კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე მხოლოდ ხელშეკრულების პროექტი არსებობს.
მინისტრის თქმით, ჯერჯერობით, მოლაპარაკება გრძელდება და სტენოგრამული მიწერ–მოწერის, საქმიანი საუბრების საზოგადოებისთვის გაცნობა მოლაპარაკებების პროცესს ჩაშლის.
რურუას განმარტებით, როგორც კი მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ამის შესახებ ყველასთვის გახდება ცნობილი.
თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე შეკითხვა ნიკა რურუას ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა დაუსვეს.

















