ბოლო სამი წლის განმავლობაში, პოლიციის მიმართ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ დღეს პარლამენტში საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამართულ სამთავრობო საათზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე მსუბუქად შეაიარაღებული პოლიცია ჰყავს.
“პირველი ორი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ფიზიკური ომი გვქონდა დამნაშავე სამყაროსთან. ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა მთელი მაშინდელი მასმედია, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანზიაციები და ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, გავუძლებდით თუ არა ამას” – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში პირველ ორ წლიწადში, შსს-მ დაკარგა 40 ადამიანი და 37 ეჭვმიტანილი იქნა გარდაცვლილი შეტაკებების დროს.
მერაბიშვილის თქმით, საქართველოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიციის მიმართ შეაიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი” – განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მსგავსი თუნდაც ერთი ფაქტი არ ყოფილიყო.
“დღეს ჩვენი პოლიციელების შეიარაღება მიმდინარეობს კომპიუტერებით” – განაცხადა მერაბიშვილმა.

















