შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციის პოლიტიზირების შესახებ ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლების მოსაზრებას უარყოფს.
სამთავრობო საათზე გამოსვლისას ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიციას 87%–იანი ნდობა აქვს.
მისივე შეფასებით, პოლიციას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე პარტიებს, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას.“
„საზოგადოებაში რომ არსებობდეს პოლიციის პოლიტიზირებულობის განცდა, მისი რეიტინგი დაბალი იქნებოდა“ – ამტკიცებს მერაბიშვილი.

















