logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნინო კალანდაძე - რუსეთის პრეზიდენტი საქართველოზე შეუფერებელი ლექსიკით საუბრობს
ნინო კალანდაძე - რუსეთის პრეზიდენტი საქართველოზე შეუფერებელი ლექსიკით საუბრობს
18:28 26.04.2012
სამწუხაროა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მისთვის შეუფერებელი ლექსიკით საუბრობს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე კვლავ ხისტი პოზიცია აქვს.  აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, დიმიტრი მედვედევის მიერ დღეს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
მისივე განმარტებით, საქართველომ ცალმხრივად უკვე გადადგა რუსეთის მიმართ პოზიტიური ნაბიჯი, რაც სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატა. ახლა კი, ჯერი რუსეთზეა.
,,რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი ქმედებებით ზიანს მხოლოდ საკუთარ ხალხს აყენებს და ეს მათ შედეგს არასდროს მოუტანს . ამასთან უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს არასდროს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც მათთან საკუთარი სუვერენიტეტისა და ინტერესების ხარჯზე იურთიერთობებს“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მედვედევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფალი ეყოლება და რუსეთი მასთან ითანამშრომლებს.
„დარწმუნებული ვარ მთელ ჩვენს ხალხს არანაირი ანტიპათია არ აქვს საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ახლობელი და ძვირფასი ხალხია ჩვენთვის. სხვათაშორის, საქართველოში ცალკეული პოლიტიკანების განცხადებების მიუხედავად, ჩვენ არაერთხელ გადაგვირჩენია ის. სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია. ის ადრე თუ გვიან წავა საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან“ - განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოში ნებისმიერ ახალ ლიდერთან თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენისთვის.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა