პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დიმიტრი შაშკინს მოუწოდა პარლამენტში დამატებით დასმულ შეკითხვებს პასუხი არ გასცეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს სკოლებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვილი პედაგოგების საკითხზე კითხვა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა დაუსვა.
დეპუტატმა კონკრეტული სკოლები და პედაგოგები დაასახელა, რომლებიც სკოლებიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ ან თავად იყვნენ რომელიმე პარტიის წევრები ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ პარტიულები.
პარლამენტის სპიკერმა კი განაცხადა, რომ მსგავსი კითხვა მინისტრთან წერილობით არ იყო გაგზავნილი და ამდენად, დიმიტრი შაშკინს შეუძლია ის უპასუხოდ დატოვოს.
ბაქრაძემ არგუმენტად ცაგარეიშვილის თანაფრაქციელი დიმიტრი ლორთიფანიძის განცხადება მოიყვანა, რომელმაც ითხოვა, რომ მინისტრისთვის დამატებით კითხვები არ დასმულიყო.

















