ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არ იქნება საქართველოში მყოფი ერთადერთი დიპლომატი, რომელსაც აფხაზეთში არ შეუშვებენ
- აღნიშნული განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ჟურნალისტებთან საუბისას გააკეთა.
,,ჩვენთვის ჟენევის პროცესი მნიშვნელოვან ელემენტად რჩება, რომელსაც სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში თავისი წვლილი შეაქვს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს პოტენციალი, რომ წვლილი კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეშიც შეიტანოს“ - აღნიშნა ბასმა.
მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობისა და სტაბილურიბის შენარჩუნებისკენაა მიმართული და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესის გაგრძელებას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ გუშინ პერსონა ნონ გრატად გამოაცხდა.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნულის მიზეზად სამეგრელოში არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანიას განცხადებებზე ევროკავშირის მხრიდან არასათანდო რეაგირება დაასახელა.

















